---
title: "მუხლი 38. ადვოკატის სამართლებრივი დაცვა — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/38"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "38"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. ადვოკატის სამართლებრივი დაცვა — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/38

1. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.

2. ადვოკატები თანასწორნი არიან კანონის წინაშე.

3. არ შეიძლება ადვოკატი დაიკითხოს მოწმედ იმ საქმეზე, რომელშიც იგი მონაწილეობდა, როგორც ადვოკატი (დამცველი ან წარმომადგენელი).

4. ადვოკატს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ განცხადებისათვის, რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე.

5. (ამოღებულია).

6. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან.

7. ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოებული საუბრის მიყურადება და ჩაწერა დაუშვებელია, ხოლო მათ შორის მიმოწერა –ხელშეუხებელი.

8. ადვოკატის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განხილულ უნდა იქნეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ განსჯადობის მიხედვით. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1364 - სსმ I,  №19, 28.04.2005წ., მუხ.136 საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. თავი IX. ადვოკატის მანტია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/39.md
