---
title: "მუხლი 4. ადვოკატის უფლებები — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/4"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "4"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ადვოკატის უფლებები — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/4

1. ადვოკატს უფლება აქვს: ა) წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ბ) კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები; გ) დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა; გ 1 ) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება; დ) ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ადვოკატის საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №771- ვებგვერდი, 25.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/5.md
