---
title: "მუხლი 43. საადვოკატო ბიუროების რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/43"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "43"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. საადვოკატო ბიუროების რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/43

1. საერთო სასამართლოებმა სამეწარმეო იურიდიული პირის სახით შექმნილი საადვოკატო ბიუროების რეგისტრაცია 2005 წლის 1 თებერვლიდან მოახდინონ ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სამეწარმეო იურიდიული პირის სახით 2005 წლის 1 თებერვლამდე შექმნილი საადვოკატო ბიუროების სარეგისტრაციო დოკუმენტები 2006 წლის 1 ივნისამდე შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებთან. საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2303 - სსმ I,  №13, 02.06.2003წ., მუხ.86

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/44.md
