---
title: "მუხლი 10. კულტურული ფასეულობის კეთილსინდისიერი შემძენის უფლება — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/10"
law: "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 15490"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. კულტურული ფასეულობის კეთილსინდისიერი შემძენის უფლება — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/10

საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის ამოღებისა და კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შემთხვევაში მის კეთილსინდისიერ შემძენს მომთხოვნმა მხარემ, თუ იგი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფო, მისი მოქალაქე ან იურიდიული პირია, უნდა გადაუხადოს ამ კულტურული ფასეულობის კომპენსაცია, თუ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ასეთი კომპენსაციის გადახდა. სხვა შემთხვევაში გადახდა მოხდება ნებაყოფლობით ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი III.  სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/11.md
