---
title: "მუხლი 12. სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/12"
law: "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 15490"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/12

სამინისტრო: ა) ხელს უწყობს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, სათანადო სამეცნიერო და ტექნიკური დაწესებულებების შექმნასა და განვითარებას; ბ) ადგენს საქართველოს იმ კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრს, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება; გ) ახორციელებს კულტურული ფასეულობის პასპორტიზაციას; დ) იღებს გადაწყვეტილებებს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის შესახებ; ე) უზრუნველყოფს საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ მისი საქართველოში დაბრუნებისას სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას; ვ) გასცემს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას; ზ) ახორციელებს საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის სახელმწიფო რეგისტრაციას; თ) საზოგადოებას აწვდის კულტურული ფასეულობის დაკარგვის ან ხელყოფის ფაქტის შესახებ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ პუბლიკაციებით, მასობრივი ინფორმაციისა და კანონით ნებადართული სხვა საშუალებებით; ი) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად იღებს ზომებს კულტურული ფასეულობის მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ, საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/13.md
