---
title: "მუხლი 20. კულტურული ფასეულობის ტრანზიტი — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/20"
law: "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 15490"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. კულტურული ფასეულობის ტრანზიტი — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/20

კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს წარედგინება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული საბუთები, რომელთა საფუძველზედაც დგინდება ამ კულტურული ფასეულობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით შემოტანა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4279-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.438 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4913 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/21.md
