---
title: "მუხლი 28. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/28"
law: "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 15490"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/28

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს სამინისტრო.

2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გადატანის საფუძველია.

3. საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.

4. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის შესახებ ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, მასზე უარის თქმისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადაა 3 თვე. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ, საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/29.md
