---
title: "მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/3"
law: "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 15490"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/3

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება მისი უკან შემოტანის ვალდებულების გარეშე.

2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება დადგენილ ვადებში მისი უკან შემოტანის ვალდებულებით.

3. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან შემოტანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა მისი უკან გატანის ვალდებულების გარეშე.

4. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა დადგენილ ვადებში მისი უკან გატანის ვალდებულებით.

5. კულტურული ფასეულობა – არქეოლოგიის, წინაისტორიული პერიოდის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი სასულიერო თუ საერო ხასიათის ფასეულობა, რომელიც: ა) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის ან სხვა ერების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე და უცხოელი მოქალაქეების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე; გ) აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე; დ) წარმოადგენს საჩუქარს, ან შეძენილია იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა; ე) შეძენილია საქართველოს არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და საბუნებისმეტყველო ექსპედიციების მიერ იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა.

6. კულტურულ ფასეულობათა კოლექცია – ერთგვარ ან გარკვეული ნიშნით შეკრებილ სხვადასხვაგვარ კულტურულ ფასეულობათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა კულტურული მნიშვნელობა. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/4.md
