---
title: "მუხლი 9. საზღვარგარეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნება — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/9"
law: "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 15490"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საზღვარგარეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნება — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/9

1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით საზღვარგარეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობა დაუბრუნდება მესაკუთრეს.

2. დაბრუნება ხდება მომთხოვნი მხარის განაცხადისა და მის მიერ სათანადო დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

3. კულტურული ფასეულობის ამოღებისა და კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაადგილების ხარჯებს გაიღებს მომთხოვნი მხარე.

4. საზღვარგარეთიდან უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების გარანტი სახელმწიფოა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15490-kulturul-paseulobata-sakartvelodan-gatanisa-da-sakartveloshi-shemotani/10.md
