---
title: "მუხლი 10. მუზეუმის რეგისტრაცია და მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში აღრიცხვა — მუზეუმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/10"
law: "მუზეუმების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 15508"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. მუზეუმის რეგისტრაცია და მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში აღრიცხვა — მუზეუმების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მუზეუმების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/10

1. მუზეუმი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესაბამისად იურიდიული პირის სტატუსს იძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირების მომენტიდან.

2. საქართველოში არსებულ და ახალშექმნილ მუზეუმებს სამინისტრო აღრიცხავს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში.

3. მუნიციპალიტეტის ორგანოები აღრიცხავენ მათ ტერიტორიაზე და მათ მართვაში არსებულ მუზეუმებს. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1978 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6910 - ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/11.md
