---
title: "მუხლი 12. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების რეორგანიზაცია — მუზეუმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/12"
law: "მუზეუმების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 15508"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების რეორგანიზაცია — მუზეუმების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მუზეუმების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/12

1. სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებული მუზეუმის რეორგანიზაცია − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. რეორგანიზაციით სახელმწიფო მუზეუმისთვის საქმიანობის მიმართულების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

3. არასახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/13.md
