---
title: "მუხლი 13. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ლიკვიდაცია — მუზეუმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/13"
law: "მუზეუმების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 15508"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ლიკვიდაცია — მუზეუმების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მუზეუმების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/13

1. სახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებული მუზეუმის ლიკვიდაცია − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ლიკვიდირებული სახელმწიფო მუზეუმის ფონდი გადაეცემა მხოლოდ სახელმწიფო მუზეუმს.

3. ლიკვიდირებული ადგილობრივი მუზეუმის ფონდი გადაეცემა ადგილობრივ ან სახელმწიფო მუზეუმს.

4. ლიკვიდირებული სახელმწიფო მუზეუმის ქონება, გარდა მისი ფონდისა, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. არასახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ლიკვიდირებული არასახელმწიფო მუზეუმის გასაყიდად გამოტანილ ფასეულობათა შესყიდვის უპირატესი უფლებით სარგებლობენ სახელმწიფო მუზეუმები. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/14.md
