---
title: "მუხლი 16. მუზეუმით სარგებლობა — მუზეუმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/16"
law: "მუზეუმების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 15508"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. მუზეუმით სარგებლობა — მუზეუმების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მუზეუმების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/16

1. მუზეუმში ექსპონირებული ნივთებისა და კოლექციების სანახავად დაიშვება ყველა მოქალაქე.

2. მუზეუმის ექსპოზიცია ღია უნდა იყოს ყველა კატეგორიის დამთვალიერებლისათვის მოსახერხებელ საათებში.

3. მუზეუმის საცავებში (დეპოზიტარიუმებში) დაცული სამუზეუმო ექსპონატებით სარგებლობის წესი განისაზღვრება მუზეუმის დებულებით (წესდებით).

4. მუზეუმის მესაკუთრეს ან მფლობელს უფლება აქვს შეზღუდოს მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებთან დაშვება მათი დაცულობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის, რესტავრაციის ან საცავებში (დეპოზიტარიუმებში) მოთავსების გამო. თავი III. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების უფლება-მოვალეობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/17.md
