---
title: "მუხლი 17. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების უფლებები — მუზეუმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/17"
law: "მუზეუმების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 15508"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების უფლებები — მუზეუმების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მუზეუმების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/17

1. სახელმწიფო მუზეუმს, მიუხედავად მისი დაქვემდებარებისა, უფლება აქვს: ა) განახორციელოს მუზეუმში დაცული ექსპონატების პირველი პუბლიკაცია; ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმს − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე; გ) დაამზადოს მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ასლები და გამოიყენოს ისინი დადგენილი წესით; დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განახორციელოს მუზეუმისათვის აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა.

2. არასახელმწიფო მუზეუმს უფლება აქვს: ა) თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის კატალოგში შეტანისას ან სხვა სახით პუბლიკაციისას მოითხოვოს მესაკუთრის ვინაობის მითითება; ბ) მოითხოვოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაცია სახელმწიფო სარესტავრაციო დაწესებულების მიერ, სათანადო ანაზღაურებით; გ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კუთვნილი ექსპონატი შესანახად გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით; დ) მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სამუზეუმო ექსპონატის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/18.md
