---
title: "მუხლი 19. არასახელმწიფო მუზეუმის მოვალეობები — მუზეუმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/19"
law: "მუზეუმების შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 15508"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. არასახელმწიფო მუზეუმის მოვალეობები — მუზეუმების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მუზეუმების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/19

1. არასახელმწიფო მუზეუმი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატების ყოველმხრივი დაცვა; ბ) უზრუნველყოს სამუზეუმო ექსპონატებთან სამუზეუმო საქმის სპეციალისტების დაშვება მათი მდგომარეობის შემოწმების მიზნით; გ) სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოადგინოს სრული ინფორმაცია სამუზეუმო ექსპონატის შესახებ; დ) დადგენილ ვადაში აცნობოს სამინისტროს სამუზეუმო ექსპონატის გასხვისების შესახებ; ე) უზრუნველყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.

2. მუზეუმის ფონდში შეტანილი ექსპონატის გადაცემისას ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისებისას ექსპონატის მიმღები კისრულობს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას, რომელიც ჰქონდა ექსპონატის მესაკუთრეს. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. თავი IV. სამუზეუმო ექსპონატის დაცვის უზრუნველყოფა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/20.md
