---
title: "მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — მუზეუმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/2"
law: "მუზეუმების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 15508"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — მუზეუმების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მუზეუმების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/2

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება და საქართველოს სამუზეუმო ფონდის დაცვა.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) სამუზეუმო საქმიანობისა და მუზეუმებით სარგებლობის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა; ბ) სამუზეუმო საქმიანობაში სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა; გ) საქართველოს მუზეუმების სისტემის მართვისა და დაფინანსების პრინციპების განსაზღვრა; დ) მუზეუმების კატეგორიების განსაზღვრა; ე) სამუზეუმო საქმიანობაში არასახელმწიფო სექტორის ლეგიტიმაცია; ვ) სამუზეუმო საქმიანობაში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/3.md
