---
title: "მუხლი 27. მუზეუმის ქონება — მუზეუმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/27"
law: "მუზეუმების შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 15508"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. მუზეუმის ქონება — მუზეუმების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მუზეუმების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/27

1. მუზეუმის ქონებას შეადგენს მუზეუმში დაცული ექსპონატები, მისი შენობები და სხვა უძრავი ობიექტები, მიწის ნაკვეთი, მოძრავი ქონება და ფინანსური რესურსები.

2. სახელმწიფო მუზეუმი სარგებლობს და მართავს თავის კუთვნილ უძრავ ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო მუზეუმის გასახლება მის მიერ დაკავებული შენობიდან აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას სთავაზობენ საქმიანობისათვის უკეთეს შენობას.

4. არასახელმწიფო მუზეუმის ქონებით (გარდა სამუზეუმო ექსპონატებისა) სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/28.md
