---
title: "მუხლი 28. მუზეუმის დაფინანსება — მუზეუმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/28"
law: "მუზეუმების შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 15508"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. მუზეუმის დაფინანსება — მუზეუმების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მუზეუმების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/28

1. მუზეუმი ფინანსდება: ა ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ა 1 ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან; ბ) მუზეუმის მესაკუთრის სახსრებიდან; გ) სპეციალურა დ შექმნილი ფონდებიდან; დ) საერთაშორისო ორგანიზაციების ფონდებისა და პროგრამების გრანტებიდან; ე) შემოწირულობებიდან; ვ) უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული სახსრებიდან; ზ) ყველა იმ შემოსავლიდან, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

2. სახელმწიფო მუზეუმი, მისი კატეგორიის შესაბამისად, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა სახსრები ადგილობრივი მუზეუმის დასაფინანსებლად.

3. სამუზეუმო საქმიანობაში საგადასახადო და სხვა სახის შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6910 - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/29.md
