---
title: "მუხლი 32. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები — მუზეუმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/32"
law: "მუზეუმების შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 15508"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები — მუზეუმების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მუზეუმების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/32

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს საქართველოს კულტურის მინისტრის შემდეგი ბრძანებები: ა) „სახელმწიფო (ეროვნული) მუზეუმების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; ბ) „ადგილობრივი მუზეუმების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; გ) „არასახელმწიფო მუზეუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;“ დ) „საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრის ფორმის შედგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; ე) „საქართველოს სამუზეუმო ფონდის აღრიცხვისა და დაცვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე; ვ) „საქართველოს სამუზეუმო ფონდის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/33.md
