---
title: "მუხლი 9. მუზეუმის შექმნა (დაფუძნება) და მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები — მუზეუმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/9"
law: "მუზეუმების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 15508"
adopted: "2001-06-22"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. მუზეუმის შექმნა (დაფუძნება) და მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები — მუზეუმების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მუზეუმების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/9

1. მუზეუმი იქმნება სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმებს აფუძნებს მუნიციპალიტეტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები განისაზღვრება მის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) მუზეუმის დებულებით (წესდებით) ან/და მუზეუმის შემქმნელსა (დამფუძნებელსა) და სამინისტროს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების ფორმას ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6910 - ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15508-muzeumebis-shesakheb/10.md
