---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/1"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, აგრეთვე საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებისა და მონიტორინგის, სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და მონიტორინგის სისტემებს.

2. მეზღვაურის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, ხოლო საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები − რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. აღნიშნულის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, მაღალკვალიფიციურ მეზღვაურთა წვრთნის, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა.

3. ეს კანონი შემუშავებულია განათლების მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების თაობაზე არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომ − კონვენცია), გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად პრინციპებს. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3447 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/2.md
