---
title: "მუხლი 11. კომპეტენციის შესაბამისობის შეფასება და სერტიფიკატის აღიარების გაუქმება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/11"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. კომპეტენციის შესაბამისობის შეფასება და სერტიფიკატის აღიარების გაუქმება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/11

1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის აღიარების პროცესში შესაბამისი სახელმწიფოს საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასება ხორციელდება კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

2. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების მიუხედავად, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ სერტიფიკატის გამცემი აღიარებული სახელმწიფოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა აღარ შეესაბამება კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.

3. სააგენტო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარების გაუქმების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე აცნობებს ამის შესახებ IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.

4. ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად გაცემული დადასტურების სერტიფიკატი ძალაში რჩება შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ამგვარი დადასტურების სერტიფიკატის მფლობელ მეზღვაურს არა აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო მაღალი კომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი, თუ რანგის მომატება არ ეფუძნება დამატებით ნაოსნობის სტაჟს. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/12.md
