---
title: "მუხლი 14. საფასური — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/14"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საფასური — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/14

1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატების გაცემასთან, აღიარებასთან ან დადასტურებასთან დაკავშირებული მომსახურება ექვემდებარება საფასურის გადახდას.

2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მისაღებად მეზღვაურის პირველ გამოცდაზე დაშვება უფასოა. ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ყველა მომდევნო გამოცდა ფასიანია და ანგარიშსწორების წესს განსაზღვრავს სააგენტო. თავი III. მეზღვაურთა სერტიფიცირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/15.md
