---
title: "მუხლი 15. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/15"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/15

1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს დამტკიცებულ საზღვაო პრაქტიკას, შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/1 ნაწილის მოთხოვნებს და დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, ან არსებობს სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მას აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) იგი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს ასრულებდა სავახტო მოვალეობებს კაპიტნის ან კვალიფიციური ოფიცრის ზედამხედველობით არანაკლებ 6-თვიან პერიოდში; დ) იგი აკმაყოფილებს კონვენციის IV თავის მოთხოვნებს სათანადო რადიოვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რადიოწესების შესაბამისად; ე) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/1 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს; ვ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/16.md
