---
title: "მუხლი 16. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/16"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/16

1. 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს არანაკლებ 24 თვემდე, თუ სტაჟიდან არანაკლებ 12 თვის განმავლობაში პირს ნამსახურები აქვს კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში; გ) მას გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

2. 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და: ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად აქვს გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად აქვს კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/17.md
