---
title: "მუხლი 18. სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/18"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/18

1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სანავიგაციო ვახტის შემადგენლობაში შემავალი რიგითი, გარდა იმ რიგითისა, რომელიც გადის წვრთნას, ასევე გარდა იმ რიგითისა, რომლის მოვალეობები სანავიგაციო ვახტის გაწევის დროს არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, თუ: ა) იგი არის 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო წვრთნა ან გემზე სპეციალური წვრთნა (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით); გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კაპიტნის, სავახტე თანაშემწის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/19.md
