---
title: "მუხლი 20. 3000 კვტ ან 3000კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსისა და მეორე მექანიკოსის სერტიფიკატები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/20"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. 3000 კვტ ან 3000კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსისა და მეორე მექანიკოსის სერტიფიკატები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/20

1. 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატები.

2. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი აკმაყოფილებს სავახტო მექანიკოსისათვის ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და: ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის სტაჟი; ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს სავახტო მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. (ამოღებულია - 14.11.2014, №2790). საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/21.md
