---
title: "მუხლი 24. GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/24"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/24

1. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამავე მუხლის დებულებები ვრცელდება რადიოოპერატორებზე, რომლებიც ფუნქციონირებენ GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემებზე, SOLAS-ის კონვენციის თანახმად.

2. პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს (ასრულებს) რადიოკავშირგაბმულობის ფუნქციები (ფუნქციებს) GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემზე, ან რომელსაც სურს კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან აღიარებულია სააგენტოს მიერ რადიოწესების შესაბამისად.

3. SOLAS-ის კონვენციის თანახმად, პირს უფლება აქვს, მიიღოს რადიოსამონტაჟო სამუშაოების კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს შესაბამისი განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-IV/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

4. რადიოოპერატორს არ ესაჭიროება კონვენციის IV თავთან შესაბამისობა იმ გემზე, რომელსაც, SOLAS-ის კონვენციის IV თავის მიხედვით, არ მოეთხოვება GMDSS-ის დებულებებთან შესაბამისობა. მიუხედავად ამისა, ასეთი გემის რადიოოპერატორს მოეთხოვება რადიოწესებთან შესაბამისობა. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ რადიოოპერატორზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და სერტიფიკატის აღიარება. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/25.md
