---
title: "მუხლი 25. გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების რიგითი მოტორისტის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/25"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების რიგითი მოტორისტის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/25

1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე მოტორისტი სათანადოდ უნდა იყოს სერტიფიცირებული.

2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მოტორისტის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) იგი აკმაყოფილებს გემის ვახტიან სამანქანე განყოფილებაში ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს; გ) მას აქვს სამანქანე განყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი; დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-III/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/26.md
