---
title: "მუხლი 34. სიმულატორების გამოყენება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/34"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. სიმულატორების გამოყენება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/34

1. სააგენტომ უნდა შეაფასოს STCW-ის კოდექსის A-I/12 ნაწილის შესაბამისად და STCW-ის კოდექსის A ნაწილით გათვალისწინებულ სერტიფიკატებთან დაკავშირებული სტანდარტებისა და მოთხოვნების სრული დაცვა, მათ შორის: ა) სიმულატორზე დაფუძნებული ყველა აუცილებელი წვრთნის დროს; ბ) კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად გათვალისწინებული ყველა წვრთნის სიმულატორის მეშვეობით შეფასება STCW-ის კოდექსის A ნაწილის შესაბამისად; გ) სიმულატორის მეშვეობით პროფესიონალიზმის ნებისმიერი დემონსტრირება STCW-ის კოდექსის A ნაწილის შესაბამისად.

2. სააგენტოს შეუძლია მიიჩნიოს, რომ 2002 წლის 1 თებერვლამდე დამონტაჟებული და გამოყენებული სიმულატორები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/35.md
