---
title: "მუხლი 36. მეზღვაურის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/36"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. მეზღვაურის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/36

1. მეზღვაურს, რომლის ვალდებულებაა გემზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა, აგრეთვე სერტიფიკატის მაძიებელს, კერძოდ, კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწეს ან მექანიკოსს, უნდა ჰქონდეთ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი.

2. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატის მისაღებად: ა) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის კურსი; ბ) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული საწვრთნელი კურსი; გ) პირი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში წვრთნის კურსი. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/37.md
