---
title: "მუხლი 37. მეზღვაურის სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/37"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. მეზღვაურის სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/37

1. გემზე სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

2. ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად კაპიტნის ან კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მიღების მსურველს უნდა ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

3. პირს უფლება აქვს, მიიღოს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ: ა) მას მიღებული აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი; ბ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი; გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-V1/4 ნაწილის მე-4−მე-6 პუნქტებით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს.

4. საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამედიცინო მომსახურებისთვის პასუხისმგებელი მეზღვაური ვალდებულია გაიაროს განახლების კურსი 5 წელიწადში ერთხელ, რომელიც სამედიცინო მომსახურებისთვის პირველადი წვრთნიდან აითვლება.

5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს სამედიცინო მომსახურებისთვის წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს სამედიცინო მომსახურებისთვის წვრთნის კურსი. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/38.md
