---
title: "მუხლი 38. გემის უშიშროების ოფიცრის კვალიფიკაციის სერტიფიკატის გასაცემად დაწესებული მინიმალური მოთხოვნები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/38"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. გემის უშიშროების ოფიცრის კვალიფიკაციის სერტიფიკატის გასაცემად დაწესებული მინიმალური მოთხოვნები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/38

1. გემის უშიშროების ოფიცრის კვალიფიკაციის სერტიფიკატის მისაღებად: ა) პირს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან უნდა ჰქონდეს 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და მიღებული უნდა ჰქონდეს გემის ექსპლუატაციის შესახებ ცოდნა; ბ) პირი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V1/5 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სათანადო კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა ამ მუხლის დებულებათა თანახმად კომპეტენტურ პირზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/39.md
