---
title: "მუხლი 39. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული წვრთნა და სერტიფიცირება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/39"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "39"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული წვრთნა და სერტიფიცირება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/39

1. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა კონტროლზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა ორგანიზებას, ტაქტიკას და სიტუაციის მართვას STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად და განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტთან შესაბამისობას.

2. მეზღვაურს უფლება აქვს, მიიღოს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი, თუ: ა) მას გავლილი აქვს საბაზისო წვრთნა; ბ) (ამოღებულია - 14.11.2014, №2790) ; გ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი; დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილით განსაზღვრულ წვრთნისა და შეფასების მოთხოვნებს.

3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებულ წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/40.md
