---
title: "მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/4"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/4

1. ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე კაპიტანზე, ოფიცერზე, რიგით შემადგენლობაში შემავალ პირზე, რომელიც კვალიფიკაციის/კომპეტენციის მისაღებად მიმართავს საქართველოს შესაბამის საზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებას ან ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და რომელზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს/კომპეტენციის სერტიფიკატს, აგრეთვე იმ მეზღვაურზე, რომელიც მსახურობს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, გარდა: ა) სამხედრო გემისა; ბ) საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, არაკომერციული მიზნით გამოყენებული გემისა; გ) თევზსაჭერი გემისა; დ) ხის ან სხვა, პრიმიტიული აგებულების გემისა; ე) არაკომერციული მიზნით გამოყენებული იახტისა.

1¹. ეს კანონი ვრცელდება აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე კაპიტანზე, ოფიცერზე, რიგით შემადგენლობაში შემავალ პირზე, რომელიც კვალიფიკაციის სერტიფიკატის მისაღებად მიმართავს ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და რომელზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს.

2. იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც არ შედიან ამ კანონის რეგულირების სფეროში, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გემების მეზღვაურებისა, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო მოთხოვნებს და მათზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის წესს განსაზღვრავს სააგენტო. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/5.md
