---
title: "მუხლი 41². პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციისთვის კაპიტნისა და კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის წვრთნისა და კვალიფიკაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/41-2"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "41^2"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41². პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციისთვის კაპიტნისა და კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის წვრთნისა და კვალიფიკაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნები — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 41² (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/41-2

1. პოლარულ წყლებში მცურავი გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი პოლარული კოდექსის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული საბაზისო წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და იგი უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.

3. პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატი პოლარული კოდექსის შესაბამისად.

4. პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) უნდა აკმაყოფილებდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს; ბ) უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მოვალეობების შესრულებით ან შესრულებული უნდა ჰქონდეს სავახტო ფუნქციები ექსპლუატაციის დონეზე; გ) გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალიზებული წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.

5. სააგენტო ვალდებულია გასცეს კვალიფიკაციის სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4943 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/41-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/42.md
