---
title: "მუხლი 44. მეზღვაურთა განათლება, წვრთნა და შეფასება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/44"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. მეზღვაურთა განათლება, წვრთნა და შეფასება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/44

1. მეზღვაურთა განათლებასა და წვრთნას ახორციელებენ საამისოდ უფლებამოსილი საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებები.

2. მეზღვაურთა განათლებისა და წვრთნის განმახორციელებელი საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და კონვენციის მოთხოვნებს.

3. მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და შეფასების სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის ამ თავის, და STCW-ის კოდექსის A-I/6 ნაწილის დებულებათა შესაბამისად.

4. მეზღვაურთა როგორც გემზე, ისე ნაპირზე წვრთნისა და კომპეტენციის დონეების შეფასების მიზნით შესაბამის ინსტრუქტორებს, ზედამხედველებსა და შემფასებლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაცია ამ კანონის ან/და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელმა დაწესებულებებმა, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი მეზღვაურებისთვის ან/და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება/საწვრთნელი კურსების ჩატარება და საწვრთნელი პროგრამების განხორციელება უნდა უზრუნველყონ ინგლისურ ენაზე. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/45.md
