---
title: "მუხლი 48¹. მინიმალური მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მიმართ — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/48-1"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "48^1"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48¹. მინიმალური მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მიმართ — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 48¹ (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/48-1

1. ინსტრუქტორი, ზედამხედველი, შემფასებელი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა, ვალდებულია: ა) ჰქონდეს შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; ბ) ჰქონდეს 3-წლიანი სწავლების გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეს ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი; გ) გავლილი ჰქონდეს სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადების კურსი და ჰქონდეს კონკრეტული ტიპის სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, თუ საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე.

2. შემფასებელს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა: ა) გავლილი უნდა ჰქონდეს მეზღვაურთა შეფასების მეთოდიკასთან დაკავშირებული მომზადება; ბ) სიმულატორის მეშვეობით შეფასებისას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. თავი VI. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/49.md
