---
title: "მუხლი 5. სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და უფლებამოსილება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/5"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და უფლებამოსილება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/5

1. ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემა, აღიარება ან/და დადასტურება; ბ) მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგი; გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და სისტემატური მონიტორინგი; დ) საწვრთნელი პროგრამების კონვენციითა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის აღიარება; ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ერთად საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროგრამების ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა; ვ) ამ პუნქტი ს „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული სასწავლებლების მონიტორინგი ამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში; ზ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმება და მათი გაყალბების თავიდან აცილების ღონისძიებების გატარება; თ) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის, ასევე გაცემული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება; ი) კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრა, გამოცდების ორგანიზება და ჩატარება; კ) სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების მონიტორინგის განხორციელება; ლ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი მიღება (გამოცემა); მ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის (შემდგომ − IMO), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის საქართველოში მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ნ) ამ კანონის დარღვევისათვის დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ო) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება.

2. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3107 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3447 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №369 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3855 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. თავი II. სერტიფიკატების გაცემასთან და აღიარებასთან დაკავშირებული ზოგადი წესები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/6.md
