---
title: "მუხლი 50. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/50"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "50"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/50

1. ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონვენციის შესაბამისად. STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ცალკეული კატეგორიების მეზღვაურებისათვის შეიძლება განისაზღვროს სამედიცინო მოწმობის მოქმედების განსხვავებული ვადები.

2. დასაშვებია მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელება. თუ მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა რეისის განმავლობაში ამოიწურა, ეს მოწმობა ძალაში დარჩება მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს საშუალება ექნება, უფლებამოსილი ექიმისგან მეზღვაურის ახალი სამედიცინო მოწმობა მიიღოს.

3. სააგენტოს უფლება აქვს, გადაუდებელ შემთხვევაში დაუშვას მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობის არმქონე მეზღვაური სამუშაოზე მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3044 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/51.md
