---
title: "მუხლი 51. სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის მონიტორინგი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/51"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "51"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის მონიტორინგი — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/51

1. სააგენტო წელიწადში არანაკლებ ერთხელ ახორციელებს შერჩეული სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის მონიტორინგს შერჩევის პროცესში წარდგენილი პირობების დაცვის მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით.

2. მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია აცნობოს სამედიცინო დაწესებულებას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე და მოსთხოვოს გონივრულ ვადაში მისი გამოსწორება.

3. მონიტორინგის პროცესში სააგენტო ს მიერ გაყალბების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში იგი ამის თაობაზე აცნობებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

4. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის განხორციელებ ა ში და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5. სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს სააგენტო დირექტორის ბრძანებით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/52.md
