---
title: "მუხლი 52. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის გაუქმება და ანგარიშგება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/52"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "52"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის გაუქმება და ანგარიშგება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/52

1. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას ჩამოერთმევა მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემის უფლებამოსილება: ა) თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მასზე გაცემული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია შეჩერებულია ან გაუქმებულია; ბ) თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ან დროშის სახელმწიფო კონტროლის ან/და მენეჯერთა ანგარიშები ამტკიცებს, რომ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა არაზუსტია ან/და მასში შეტანილი მონაცემები გაყალბებულია; გ) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში.

2. სააგენტო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსთან თანამშრომლობით , არა უმეტეს 5- წლიანი ინტერვალით IMO-ს წარუდგენს ანგარიშს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობისა და მათი შეფასების პროცესის კონვენციის I/8 რეგლამენტის მე-3 პუნქტის დებულებებთან შესაბამისობის საკითხზე . საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3107 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. თავი VII . გემთმფლობელის ვალდებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/53.md
