---
title: "მუხლი 54. ვალდებულებანი გემზე კომუნიკაციისათვის — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/54"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "54"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. ვალდებულებანი გემზე კომუნიკაციისათვის — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/54

1. კომპანიამ და საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყონ: ა) ამ პუნქტის „ ბ “ და „ გ “ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, გემზე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვერბალური კომუნიკაციის განხორციელების საშუალებ ის არსებობა გემის ეკიპაჟის წევრებ ი ს უსაფრთხოების ათვის , განსაკუთრებით − გზავნილებისა და ინსტრუქციების დროულ ად მიღებისა და სწორ ად აღქმის ა თვის; ბ) ნავთობმზიდ, ქიმმზიდ და თხევად აირმზიდ ტანკერებზე კაპიტნებს, ოფიცრებს ა და რიგითებს შორის ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობა; გ) გემსა და ნაპირზე განლაგებულ უწყებებს შორის სათანადო კავშირის არსებობის შესაძლებლობა, SOLAS-ის კონვენციის V თავის მე-14 რეგლამენტის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. უსაფრთხოების საკითხებში ეკიპაჟის ეფექტ იანი მოქმედების უზრუნველ ყოფის მიზნით , საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა მეზღვაურისთვის გასაგები იყოს ინგლისური ენა და , საჭიროების შემთხვევაში, მათ უფლება ჰ ქონდეთ , ბრძანებები და ინსტრუქციები გასცენ და ანგარიშ ებ ი ჩააბარონ ინგლისურ ენაზე .

3. საქართველოს დროშით მცურავი გემის შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ შეასრულებს ამ კანონი თ გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლება აქვს , შეაჩეროს ამ კომპანიისთვის ISM -ის კოდექსის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დოკუმენტი (DOC) ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორებამდე .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/55.md
