---
title: "მუხლი 55. მოვალეობების შესრულებასთან შესაბამისობა — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/55"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "55"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. მოვალეობების შესრულებასთან შესაბამისობა — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/55

1. საქართველოს დროშით მცურავი გემის ოპერატორი კომპანია გადაღლის თავიდან აცილების მიზნით ვალდებულია: ა) ვახტზე მდგომისა და ეკიპაჟის იმ წევრებისათვის, რომლებსაც ევალებათ უსაფრთხოების, უშიშროების ა და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების დაცვა, განსაზღვროს და დაადგინოს დასვენების პერიოდები STCW-ის კოდექსის A-VIII/1 ნაწილის შესაბამისად; ბ) მოითხოვოს მოვალეობათა იმგვარად ორგანიზება, რომ დაღლილობის გამო არ შემცირდეს ვახტზე მდგომ თა მუშაობის ეფექტ იანობა ; გ) მოითხოვოს მოვალეობ ათა იმგვარად ორგანიზება, რომ რეისის დაწყებისას ვახტზე მ დგომი ცვლა და მისი მომდევნო ცვლა იყოს სათანადოდ დასვენებული ან/და უნარიანი მოვალეობის შესასრულებლად.

2. საგანგებო მდგომარეობის ან სასწავლო განგაშის დროს ან განსაკუთრებულ ოპერატიულ სიტუაცი ა ში დასაშვებია, არ იქნეს მოთხოვნილი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დასვენების პერიოდების დაცვა.

3. სააგენტო ვალდებულია ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს სათანადო ზომების შემუშავება STCW-ის კოდექსის A-VIII/1 და B-VIII/1 ნაწილ ებ ის შესაბამისად .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/56.md
