---
title: "მუხლი 59. საშეღავათო ნებართვა — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/59"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "59"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. საშეღავათო ნებართვა — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/59

1. მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას სააგენტოს შეუძლია მისი მოვალეობების შესრულების უფლება გადასცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს.

2. საშეღავათო ნებართვით მუშაობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3. საშეღავათო ნებართვებს გემის კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას, არა უმეტეს 1 თვის ვადით.

4. საშეღავათო ნებართვებს რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. ნებისმიერი თანამდებობის დასაკავებელი საშეღავათო ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს ერთი რანგით ნაკლებ თანამდებობაზე დასანიშნი კომპეტენციის სერტიფიკატი.

6. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სპეციალისტით. თავი VIII. მონიტორინგი, ზედამხედველობა და ხარისხის სტანდარტები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/60.md
