---
title: "მუხლი 6. მეზღვაურთა სერტიფიცირება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/6"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. მეზღვაურთა სერტიფიცირება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/6

1. კომპეტენციის სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ სააგენტო სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტური დასაბუთების ნამდვილობის დამოწმებისა და მისი მოქმედების ვადის დამტკიცების შემდეგ.

2. პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. მეზღვაურს, რომელიც ასრულებს STCW-ის კოდექსის A-II/1, A-II/2, A-II/3, A-II/4, A-II/5, A-III/1, A-III/2, A-III/3, A-III/4, A-III/5, A-III/6, A-III/7 ან A-IV/2 ნაწილით განსაზღვრულ ან სხვა ფუნქციას, უნდა ჰქონდეს კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

4. სააგენტოს მიერ ყველა სახის სერტიფიკატის გაცემა და დადასტურება ხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/7.md
