---
title: "მუხლი 64. გასაჩივრება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/64"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "64"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. გასაჩივრება — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/64

1. საზღვაო- საწვრთნელ დაწესებულებ ა ს ან/და სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვ ს , სააგენტოში გაასაჩივრო ს აღიარების მთლიან ად ან ნაწილობრივ შეჩერების, ჩამორთმევის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღები დან 1 თვის ვად აში.

2. სააგენტო წერილობითი საჩივრის მიღებიდან 20 სამუშაო დღი ს ვადაში გამოიტანს გონივრულ გადაწყვეტილებას. სააგენტოს მიერ საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფის შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს, სარჩელით (განცხადებით) მიმართოს სასამართლოს სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვად აში.

3. მეზღვაურს უფლება აქვს , გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით მიმართო ს სააგენტოს. მეზღვაურს ასევე უფლება აქვ ს, სააგენტოს წარ უ დგინო ს საჩივარი გამოცდის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღი ს ვადაში . სააგენტო საჩივრის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/65.md
