---
title: "მუხლი 66. მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/66"
law: "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "66"
identifier: "matsne 1556226"
adopted: "2011-12-23"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66. მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 66 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/66

1. მეზღვაურის მიერ გემზე შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა ან/და ისეთი სერტიფიკატით საქმიანობა, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ კომპეტენციას, − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ მეზღვაურის სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელი საწვრთნელი კურსის აღიარების გარეშე ან ასეთი აღიარების მოქმედების შეჩერების პერიოდში ჩატარება − გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

5. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ან/და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემა იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელიც საამისოდ არ არის შერჩეული სააგენტოს მიერ, − გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

6. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

7. მეზღვაურის მიერ გემზე ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი სამედიცინო მოწმობის გარეშე ან/და ისეთი სამედიცინო მოწმობით საქმიანობა, რომლის მოქმედების ვადა გასულია, − გამოიწვევს მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

8. იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1556226-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/67.md
