---
title: "მუხლი 103¹. საარჩევნო კოლეგია — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/103-1"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "103^1"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 103¹. საარჩევნო კოლეგია — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 103¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/103-1

1. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი.

2. საარჩევნო კოლეგიაში შედიან:
ა) საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი;
გ) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან, ამ კანონის შესაბამისად, შესაბამისი პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების წევრები.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6854 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/103.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/103-2.md
