---
title: "მუხლი 108. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/108"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "108"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 108. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 108 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/108

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს.

2. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე.

3. თუ საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე.

4. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მედიით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღისა.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1019 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/107.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/109.md
